მექსიკაში დაუდგენელმა პირებმა ბარში ცეცხლი გახსნეს, დაიღუპა სამი ადამიანი
მექსიკაში დაუდგენელმა პირებმა ბარში ცეცხლი გახსნეს, დაიღუპა სამი ადამიანი

მექსიკაში დაუდგენელი პირები ბარში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. ინციდენტი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ნუევო-ლეონის შტატში, ქალაქ მონტერეისთან მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპულია სამი და დაშავებულია ხუთი ადამიანი.

ავტომატებით შეიარაღებული რამდენიმე პირი დაწესებულებას მიუახლოვდა და იქ მყოფ ხალხს ცეცხლი გაუხსნა, რის შემდეგაც თავდამსხმელები ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ მათი დაკავება ვერ შეძლო.

მექსიკაში 2017 წელს კრიმინალების მოქმედებებს 31 000-ზე მეტი ადამიანი ემსხმვერპლა. მექსიკური არასამთავრობო ორგანიზაციის, Semaforo Delictivo-ს მონაცემებით, 2018 წლის იანვრიდან სექტემბრამდე ქვეყანაში 21 200 ადამიანი მოკლეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18%-ით მეტია.