მექსიკაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 793 ადამიანი გარდაიცვალა
მექსიკაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 793 ადამიანი გარდაიცვალა

მექსიკაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 793 ინფიცირებული გარდაიცვალა. ქვეყანაში ინფექციური დაავადების მსხვერპლთა რიცხვმა 23 377 შეადგინა.

„სიენენი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, ბოლო 24 საათის განმავლობაში მექსიკაში კორონავირუსი 6 288 ადამიანს დაუდასტურდა.

ქვეყანაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის სულ 191 410 შემთხვევა. მექსიკის მთავრობაში აცახდებენ, რომ ინფიცირებულთა რეალური რიცხვი გაცილებით მაღალია.