მექსიკაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 5,311 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 296 პაციენტი
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში მექსიკაში „კოვიდ-19“-ის 5,311 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 296 პაციენტი. „გარდიანის“ ინფორმაციით, ქვეყანაში ინფიცირებულთა რეალური რიცხვი ოფიციალურ მონაცემებზე მაღალია.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე მექსიკაში „კოვიდ-19“-ის 344,224 შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის 40,000-მდე პაციენტი გარდაიცვალა.