მექსიკაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 5 432 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 648 ინფიცირებული
მექსიკაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 5 432 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 648 ინფიცირებული.
როგორც „სიენენი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსის სულ 226 შემთხვევა. გარდაცვლილია 27 769 პაციენტი.
კოორნავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით მექსიკა მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა. ამის მიუხედავად, ქვეყნის დედაქალაქ მეხიკოში შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა დაიწყო.