მექსიკაში არალეგალურად მოწყობილ სარეაბილიტაციო ცენტრზე თავდასხმის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა
მექსიკაში არალეგალურად მოწყობილ სარეაბილიტაციო ცენტრზე თავდასხმის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია კიდევ შვიდი პირი. სამი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
შემთხვევა ქალაქ ირაპუატოში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელები ტერიტორიაზე სამი სატვირთო ავტომობილით მივიდნენ. პოლიციისთვის ამ დროისთვის უცნობია, ხომ არ არიან გატაცებულებიც.
ეს უკვე რიგით მეორე შემთხვევაა ქალაქ ირაპუატოში, რომელიც გუანახუატოს შტატში მდებარეობს, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი სანტა როზა დე ლიმასა და ხალისკოს ახალი თაობის კარტელები უპირისპირდებიან.