მექსიკამ ეკვადორთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა
მექსიკამ ეკვადორთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა

მექსიკამ ეკვადორთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.

როგორც მედია წერს, მიზეზი ეკვადორის პოლიციის მიერ მექსიკის საელჩოში ჩატარებული რეიდი გახდა, რომლის დროსაც ქვეყნის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ხორხე გლასი დააკავეს.

კორუფციისთვის გასამართლებული გლასი მექსიკის საელჩოს აფარებდა თავს. მან პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა და მექსიკამ მისი მოთხოვნა პარასკევს დააკმაყოფილა.

მექსიკის პრეზიდენტის, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორის განცხადებით, პოლიცია საელჩოში ძალის გამოყენებით შევიდა.

ეკვადორში მიიჩნევენ, რომ მექსიკის მთავრობის მიერ თავშესაფრის უზრუნველყოფა არაკანონიერი გადაწყვეტილება იყო. ეკვადორი მექსიკას დიპლომატიური პრივილეგიებისა და იმუნიტეტის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.