მექაში ჰაჯის დღესასწაულზე ორ მილიონამდე მუსლიმი შეიკრიბა

00:49, 20.08.2018

საუდის არაბეთის ქალაქ მექაში ჰაჯის ხუთდღიან დღესასწაულზე ორ მილიონამდე მუსლიმი შეიკრიბა.

მუსლიმური პილიგრიმობა 19 აგვისტოს დაიწყო. რელიგიური მოგზაურობის დასრულების ნიშნად, მუსლიმები კვადრატის ფორმის ქააბას გარს უვლიან.

ჰაჯი მუსლიმური რელიგიის ხუთ მთავარ საყრდენთაგან ერთ-ერთია და ყველა ფიზიკურად ჯანმრთელი მუსლიმი ვალდებულია, სიცოცხლეში ერთხელ მაინც დაესწროს.

მუსლიმებს სჯერათ, რომ ჰაჯი წინასწარმეტყველ მუჰამედის ნაბიჯებს იმეორებს, რომელიც მუსლიმთათვის ყველაზე წმინდა ქალაქ მექაში დაიბადა.

მსგავსი