მექასა და მედინაში 24-საათიანი კარანტინი გამოცხადდა
მექასა და მედინაში 24-საათიანი კარანტინი გამოცხადდა

საუდის არაბეთის გადაწყვეტილებით, მექასა და მედინაში 24-საათიანი კარანტინი გამოცხადდა. ინფორმაციას „ალ ჟაზირა“ საუდის არაბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

საუდის არაბეთის სამართალდამცავი უწყების ცნობით, ეს ზომა მთავრობამ „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღო.

საუდის არაბეთში კორონავირუსით ​1 700 ადამიანია დაინფიცირებული, დაღუპულია 16.