მეოთხე მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე თავდაცვის ძალების მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია გაიმართება
მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე დღეს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია გაიმართება.
ღონისძიება ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ჩატარდება.
თავდაცვის ძალების მეთაურის უფლებამოსილებას გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ჩაჩიბაიასგან გადაიბარებს, რომელიც თავდაცვის ძალებს 2018 წლიდან მეთაურობდა.
2019 წლიდან გიორგი მათიაშვილი ვლადიმერ ჩაჩიბაიას მოადგილედ მუშაობდა. გიორგი მათიაშვილს წლების განმავლობაში თავდაცვის უწყებაში სხვადასხვა წამყვანი თანამდებობა ეკავა.