მეორეხარისხოვანი როლისთვის „ოსკარი“ მაჰერშალა ალიმ მიიღო
მეორეხარისხოვანი როლისთვის „ოსკარი“ მაჰერშალა ალიმ მიიღო

მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში „ოსკარი“ მაჰერშალა ალიმ მიიღო.

მსახიობს „ოსკარი“ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად აღიარებულმა შარლიზ ტერონმა და ჯეიმს ბონდის როლის შემსრულებელმა მსახიობმა, დენიელ კრეიგმა გადასცეს.

მაჰერშალა ალიმ „ოსკარი“ მწვანე წიგნში შესრულებული როლისთვის მიიღო.

საუკეთესო მონტაჟისთვის „ოსკაროსანი“ „ბოჰემური რაფსოდია“ გახდა. ეს ფილმისთვის უკვე მესამე „ოსკარია“.

საუკეთესო ანიმაციური ფილმის ნომინაციაში კი „სპაიდერმენმა“ გაიმარჯვა.