მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ლანჩხუთის მერია 300 ლარს გადასცემს 
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ლანჩხუთის მერია 300 ლარს გადასცემს 

ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებით დაღუპულ გმირთა მემორიალი, სოფელ ჩიბათში, ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ ყვავილებით შეამკეს.

როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა აღნიშნა, სამამულო ომის ვეტერანებს ლანჩხუთის მერია 300 ლარს ჩაურიცხავს.

„ჩვენმა ქვეყანამ უდიდესი წვლილი შეიტანა ამ ომში. მადლობა მათ შეუპოვარი ბრძოლისთვის. განსაკუთრებული მოწიწებით ვულოცავ ამ დღეს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს. ქედს ვიხრი მათ წინაშე. ფულადი სოციალური დახმარების სახით საქართველოს მთავრობამ სამამულო ომის ვეტერანებს 600 ლარი, ხოლო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიამ 300-300 ლარი ჩაურიცხა“,- განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა.