მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბის გამო, გერმანიაში 26 000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო
მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბის გამო, გერმანიაში 26 000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო

გერმანიის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქიდან 26 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამის მიზეზი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი გახდა.

ქალაქ პადერბორნში 1,8-ტონიანი ბრიტანული ბომბი ერთ-ერთი კერძო სახლის ბაღში რამდენიმე დღის წინ აღმოაჩინეს. ბომბი მიწის ზედაპირიდან 80 სანტიმეტრის სიღრმეზეა ნაპოვნი და მისმა განაღმვამ შესაძლოა, ნგრევა გამოიწვიოს. ამის გამო, ხელისუფლებამ ქალაქიდან მოქალაქეების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.

სავალდებულო ევაკუაცია შეეხო ორ საავადმყოფოს, ხანდაზმულთა თავშესაფარს და უნივერსიტეტს. ქალაქიდან გაყვანილი მოქალაქეებისთვის დროებითი თავშესაფრები მოაწყვეს.

გერმანიაში ყოველწიურად დაახლოებით 5 500 ბომბის გაუვნებელყოფა ხდება. ქვეყნის ტერიტორიაზე კიდევ რჩება ათასობით ბომბი.

მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიაში ორი მილიონი ბომბი ჩამოაგდეს. მათი 5% არ აფეთქდა.