მეორე მედალი ევროპის პირველობაზე - რამაზ ზოიძე ვიცე-ჩემპიონი გახდა #1TVSPORT
ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქარველოს ნაკრებს მეორე მედალი რამაზ ზოიძემ (77კგ) მოუპოვა.
ქართველმა ფინალური დაპირისპირება ოთხგზის ევროპის და ორგზის მსოფლიო ჩემპიონთან, სომეხ მალხას ამოიანთან დათმო.
ხვალ, 22 აპრილს ქართველი იური ლომაძე (72 კგ) ფინალში იჭიდავებს.
ჩვენმა ფალავანმა ნახევარფინალში თურქი არსლანი 3:2 დაამარცხა და ოქროს მედლისთვის საფრანგეთის სახელით გამომსვლელ იბრაჰიმ მაჰომედ ჰასანს დაუპირისპირდება.
ტურნირზე ბრინჯაოსთვის იჭიდავებენ გელა ბოლქვაძე (82 კგ) და დიეგო ჩხიკვაძე (67კგ).