მეორე მარცხი კიევში - მასტერლიგის ნაკრები რუმინეთთანაც დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
მეორე მარცხი კიევში - მასტერლიგის ნაკრები რუმინეთთანაც დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს მასტერლიგის ნაკრებმა კიევში საერთაშორისო ტურნირზე, კლიჩკოს თასზე მეორე მატჩი ჩაატარა. კობა ახალკაცის გუნდი „გიდროპარკარენაზე“ რუმინეთს დაუპირისპირდა და დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში მასპინძელ უკრაინასთან 1:4 წააგო, რუმინეთი კი მოლდოვასთან 1:3 დამარცხდა და ფავორიტი ჩვენი მეტოქე იყო. რუმინელებმა პირველივე ტაიმში ჩვენი დაცვის შეცდომებით ისარგებლეს და 2:0 დაწინაურდნენ.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები მდგომარეობის გამოსწორებას შეეცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და საბოლოოდ, 0:2 დამარცხდა. ამგვარად, ორი ტურის შემდეგ ბოლო ადგილზეა.

ბოლო შეხვედრას საქართველოს მასტერლიგის ნაკრები 31 მაისს მოლდოვასთან გამართავს და ამით ტურნირზე გამოსვლას დაასრულებს. შეგახსენებთ, რომ მასტერ ლიგის ნაკრები წელს ჩამოყალიბდა და პირველ საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობს.