ცნობილი ამერიკელი პრომოუტერი ბობ არუმი TalkBox Boxing-სთან კომენტარში ამბობს, რომ ამ ზაფხულს სუპერბრძოლის მოწყობას განიხილავს.
ეს იქნება ნახევრადსაშუალო წონაში ტიტულების გამაერთიანებელი ორთაბრძოლა მსოფლიოს საკრივო ორგანიზაციის (WBO) ჩემპიონს ტერენს კროუფორდსა და მსოფლიოს საკრივო ასოციაციის (WBA) ჩემპიონს მენი პაკიაოს შორის.
თუ ამ ბრძოლის მოწყობა ზაფხულში მაინც არ მოხერხდება, მაშინ კროუფორდის მეტოქე გახდება ნახევრადსაშუალო წონაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, ბრიტანელი კელ ბრუკი.
„დღეს ჩვენ ვმუშაობთ ტერენს კროუფორდის მომდევნო ბრძოლაზე, რომელიც უნდა გაიმართოს ივნისში. მას აქვს კიდევ ორ ვარიანტი. ჩვენ ნიადაგს ვამზადებით პაკიაოსთან შეხვედრაზე, მაგრამ თუ ეს არ გამოვა, შევეცდებით მოველაპარაკოთ კელ ბრუქსს“, – განაცხადა არუმმა.