ნახევრადსაშუალო წონაში WBA-ის ჩემპიონმა მენი პაკიაომ განაცხადა, რომ მომავალი ბრძოლის ჩატარებას ზაფხულში აპირებს. ფილიპინელმა ასევე დაასახელა თავისი პოტენციური მოწინააღმდეგეები.
„ბევრი სავარაუდო მეტოქე არსებობს. მაიკი გარსია, ეროლ სპენსი ან ტერენს კროუფორდი. კიდევ არიან მოკრივეები კანადიდან და მექსიკიდან, რომლებსაც სურთ ჩემთან ბრძოლა. თუმცა, ეს უკვე სათადარიგო ვარიანტებია. ყველაზე სავარაუდო მოწინააღმდეგეებად დავასახელებ გარსიასა და სპენსს“, – მოჰყავს პაკიაოს სიტყვები ჟურნალ The Ring-ს.
სულ პროფესიულ კარიერაში პაკიაოს 71 ბრძოლა აქვს ჩატარებული, 62 მოიგო (39 – ნოკაუტით), შვიდჯერ დამარცხდა, კიდევ ორი ბრძოლა ფრედ დასრულდა.
41 წლის ფილიპინელი – ერთადერთი მოკრივეა ისტორიაში, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი რვა წონით კატეგორიაში გახდა.