მენი პაკიაომ მორიგი ბრძოლის თარიღი დაასახელა
მენი პაკიაომ მორიგი ბრძოლის თარიღი დაასახელა

ლეგენდარულმა ფილიპინელმა მოკრივემ, რვა წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, მენი პაკიაომ გამოაცხადა, რომ რინგზე 24 ივნისს დაბრუნდება.

მოკრივემ ეს თარიღი ოფიციალურად დაადასტურა და დაამატა, რომ ბრძოლა მალაიზიის დედაქალაქ კუალა ლუმპურში გაიმართება, – ინფორმაციას Boxingscene ავრცელებს.

პაკიაოს სავარაუდო მეტოქეებად სახელდებიან: ნახევრადსაშუალო წონაში WBA-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი ლუკას მატისე და ორ წონით კატეგორიაში ექს-ჩემპიონი დენი გარსია. თავად ფილიპინელს მიაჩნია, რომ, დიდი ალბათობით, რინგზე მატისეს წინააღმდეგ გავა.