ნახევრადსაშუალო წონაში „დაბლიუ ბი ეის“ (WBA) ჩემპიონმა მენი პაკიაომ კიდევ ერთხელ გამოთქვა რევანშის ჩატარების სურვილი პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელი ამერიკელის ფლოიდ მეივეზერის წინააღმდეგ.
„ჩემთვის მნიშვნელოვანია ფლოიდთან მეორე ბრძოლის ჩატარება. ფანებს დღემდე ეჭვი ეპარებათ იმაში, თუ ვინ მოიგო ჩვენი პირველი ბრძოლა. მე მიმაჩნია, რომ მაშინ დავიმსახურე მოგება, მაგრამ მსაჯებმა სხვაგვარად გადაწყვიტეს. რევანში იმისთვის არის საჭირო, რომ ყველა კითხვა მოიხსნას.
რატომ არ თანხმდება ფლოიდი? მე მიმაჩნია, რომ მას, უბრალოდ, ეშინია რევანშის ჩატარების. ის გააგრძელებს ჩემს იგნორირებას მაშინაც კი, როცა ივლისში თურმანს გავანადგურებ. მაგრამ მაინც ვიმედოვნებ, რომ მეივეზერი დათანმხდება ბრძოლას“, – მოჰყავს პაკიაოს სიტყვები „ბოქსინგსინს“ (BoxingScene).
შეგახსენებთ, რომ პირველი ბრძოლა პაკიაოსა და მეივეზერს შორის 2015 წლის 2 მაისს გაიმართა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ფლოიდ მეივეზერის გამარჯვებით დასრულდა.