რვა წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, ლეგენდარულმა ფილიპინელმა მოკრივემ, მენი პაკიომ ბრწყინვალე კარიერის დასრულება გადაწყვიტა.
„დიდი მადლობა ყველაზე დიდ ფანებს და სპორტის ყველაზე დიდებულ სახეობას! მადლობა მშვენიერი მოგონებებისთვის, – დაწერა პაკიაომ ტვიტერის საკუთარ გვერდზე. – ეს ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა, რომელიც ცხოვრებაში მიმიღია, მაგრამ უკვე შევეგუე. მიჰყევით საკუთარ ოცნებებს, თავდაუზოგავად იშრომეთ და ნახავთ, რაც მოხდება! ნახვამდის, კრივო!“.
პაკიაომ უკანასკნელი ბრძოლა წელს, 22 აგვისტოს (42 წლის ასაკში) გამართა და მსაჯთა გადაწყვეტილებით დამარცხდა. ფილიპინელ მოკრივეს ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში პროფესიოლ რინგზე 62 გამარჯვება და რვა მარცხი აქვს.
საინტერესოა, რომ მენი პაკიაო ფილიპინების საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.