მენი პაკიაო რინგზე მომავალი წლის აპრილში დაბრუნდება
მენი პაკიაო რინგზე მომავალი წლის აპრილში დაბრუნდება

ნახევრადსაშუალო წონაში მსოფლიოს ჩემპიონმა, ფილიპინელმა მენი პაკიაომ განაცხადა, რომ მისი მორიგი ბრძოლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მომავალი წლის აპრილში. ეს უკავშირდება მოკრივის მუშაობას ფილიპინების სენატში.

„შევძლებ რინგზე ასვლას მარტში ან აპრილში. სწორედ ამ დროს არის სენატში შესვენება“, – განაცხადა ლეგენდარულმა მოკრივემ BoxingScene-სთან კომენტარში.

უფრო ადრე, პაკიაომ ამერიკელ ფლოიდ მეივეზერთან შესაძლო რევანშის შესახებ ისაუბრა.