ლეგენდარულ მოკრივეს მენი პაკიაოს მიაჩნია, რომ ფილიპინებზე სიკვდილით დასჯა უნდა მოქმედებდეს. მისი აზრით, მოსახლეობა უნდა ენდობოდეს უზენაეს სასამართლოს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას სასჯელის უმაღლეს ზომაზე. ამავდროულად, სენატორმა პაკიაომ აღიარა, რომ შეცდომები შესაძლებელია.
„როგორც არა ერთხელ მითქვამს, შეცდომებს ვუშვებთ. მაგრამ უნდა ვენდოთ და გვჯეროდეს უზენაესი სასამართლოსი“, – განაცხადა პაკიაომ.
მოკრივე ადრეც გამოდიოდა სიკვდილით დასჯის სასარგებლოდ. მენის მიაჩნია, რომ სასჯელის უმაღლესი ზომა ნარკოტიკებით მოვაჭრეებზე უნდა ვრცელდებოდეს.
ფილიპინებზე მიმდინარეობს განხილვა სასჯელის უმაღლესი ზომის არსებობაზე. სიკვდილით დასჯის მოწინააღმდეგეებს მოჰყავთ სტატისტიკა, რომელიც ამტკიცებს, რომ ნახევარ შემთხვევებში სიკვდილით დასჯა არასწორად იყო გამოყენებული.