მელიტოპოლის მერი აცხადებს, რომ მელიტოპოლიდან რუსულმა ძალებმა ბულგარეთის კონსული გაიტაცეს
მელიტოპოლის მერი აცხადებს, რომ მელიტოპოლიდან რუსულმა ძალებმა ბულგარეთის კონსული გაიტაცეს

დროებით ოკუპირებული მელიტოპოლიდან რუსულმა ძალებმა ბულგარეთის საპატიო კონსული გაიტაცეს, – ამის შესახებ მელიტოპოლის მერმა, ივან ფედოროვმა უკრაინულ მედიასთან განაცხადა.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩემი 50-ზე მეტი კოლეგა გაიტაცეს, დღეს 29 მათგანი ოკუპანტების ციხეშია. რამდენიმე საათის წინ, ცნობილი გახდა, რომ მელიტოპოლში ბულგარეთის საპატიო კონსული გაიტაცეს“, -განაცხადა ივან ფედოროვმა.