მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირებზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია

09:17, 20.11.2024

თბილისში, მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირებზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.

აქციის მონაწილეებმა ტერიტორია მას შემდეგ დატოვეს, რაც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ მათ დროებით დაშლისკენ მოუწოდა.

ჯაფარიძის განცხადებით, დღეს ან ხვალ მოიფიქრებენ ისეთ რამეს, რაც ხელისუფლებისთვის სიურპრიზი იქნება და მათ მწყობრიდან გამოიყვანს.

ტერიტორიას ტოვებენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც.

მსგავსი