მელიქიშვილის გამზირზე სროლა იყო
მელიქიშვილის გამზირზე სროლა იყო

თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე ცოტა ხნის წინ სროლა იყო. შემთხვევა 51-ე სკოლასთან მოხდა.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფი და საპატრულო პოლიცია.

სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ვერაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.