მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან დაპირისპირებაა
თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან დაპირისპირებაა.
როგორც ადგილზე აცხადებენ, ერთმანეთს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები და აქციის მონაწილეები დაუპირისპირდნენ.
ისმოდა ერთმანეთის მიმართ შეურაცმხყოფელი სიტყვები, ისროდნენ სხვადასხვა საგნებს, იყო ფიზიკური დაპირისპირებაც.
არსებული ინფორმაციით, დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.