მელე-ლასდილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
მელე-ლასდილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ125-კმ151 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

გზების დეპარტამენტის განმარტებით, აკრძალვა ეხება ყველა სახის ავტოტრანსპორტს.

მათივე ცნობით, საავტომობილო გზის კმ1-კმ124 (წყალტუბოს გადასახვევი-მელე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.