მელბურნში ისრაელელი გაცვლითი პროგრამის სტუდენტის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს
მელბურნში ისრაელელი გაცვლითი პროგრამის სტუდენტის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

მელბურნში ისრაელელი გაცვლითი პროგრამის სტუდენტი გოგონას მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, 21 წლის აია მაასარვეს მკვლელობაში ეჭვმიტანილი 20 წლის ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციამ გუშინ დააკავა.

მაასარვე გაცვლითი პროგრამით ავსტრალიაში, ქალაქ მელბურნში სწავლობდა. ის იმ დროს მოკლეს, როდესაც საღამოს წვეულებიდან სახლში ბრუნდებოდა. გოგონას ცხედარი

სამართალდამცველები ეჭვმიტანილის ვინაობას არ ასაჯაროებენ, თუმცა როგორც ადგილობრივი მედია წერს, მკვლელობაში ბრალდებულია ახალგაზრდა კომპოზიტორი და რეპერი. ის სასამართლოს წინაშე შაბათს წარდგა, თუმცა მის უფლებადამცველებს გირაოს შუამდგომლობა არ დაუყენებიათ. მომდევნო სხდომა ორშაბათს ჩაინიშნა.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი სკოტ მორისონი მკვლელობის ადგილზე ოჯახთან ერთად მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ახალგაზრდა სტუდენტი გოგონა მკვლელობამდე გააუპატიურეს.

„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ განადგურებული ვარ მომხდარის გამო. ავსტრალიაში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს, თითოეულ ქალს სახლში უსაფრთხოდ დაბრუნების არ უნდა ეშინოდეს. არც კი ვიცი, რა უნდა ვუთხრა მოკლული გოგონას ოჯახს“, – სკოტ მორისონი.