მელანია ტრამპი საკუთარ არჩევანს 3 ნოემბერს ფლორიდაში დააფიქსირებს
მელანია ტრამპი საკუთარ არჩევანს 3 ნოემბერს ფლორიდაში დააფიქსირებს

აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი ხმას არჩევნების დღეს, 3 ნოემბერს მისცემს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია სიენენი პირველი ლედის პრესსპიკერზე, სტეფანი გრიშემზე დაყრდნობით ავრცელებს.

მელანია ტრამპი საკუთარ არჩევანს ფლორიდაში დააფიქსირებს, სადაც ის რეგისტრირებულია.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წინასწარი ხმის მიცემის უფლებით გუშინ ისარგებლა და ფლორიდის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მისცა ხმა.

აშშ-ში ხმის მიცემის წინასწარი უფლებით უკვე 50 მილიონზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.