აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა არჩევნებთან დაკავშირებით პირველი საჯარო განცხადება გააკეთა.
როგორც მელანია ტრამპი, მიკრობლოგ „ტვიტერში“ წერს: „ამერიკელი ხალხი სამართლიან არჩევნებს იმსახურებს. თითოეული კანონიერი და არა უკანონო ხმა უნდა დაითვალოს. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი დემოკრატია სრული გამჭვირვალობით“, – წერს პირველი ლედი.
ცოტა ხნის წინ, სი-ენ-ენმა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ პირველმა ლედიმ პრეზიდენტს არჩევნებში დამარცხების აღიარებისკენ მოუწოდა.