მეხუთე თაობის პირველმა თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა, „ყაენმა“ პირველი ფრენა განახორციელა
მეხუთე თაობის პირველმა თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა, „ყაენმა“ პირველი ფრენა განახორციელა

მეხუთე თაობის პირველმა თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა, „ყაენმა“ პირველი ფრენა განახორციელა.

თურქეთის ეროვნული წარმოების ავიაგამანადგურებელმა დაასრულა ისეთი ეტაპები, როგორიცაა: კატაპულტირება, სტატისტიკური შემოწმება, ინერციული და სტატიკური შემოწმება, შასის გახსნა, ავიონიკის სისტემის შემოწმება, საწვავის შემოწმება ფრენის წინ. ეროვნული საბრძოლო თვითმფრინავის, „ყაენის“ გამოშვებით, თურქეთი იქნება ერთ-ერთი იმ ხუთი ქვეყნიდან, რომელსაც შეუძლია მეხუთე თაობის თვითმფრინავების წარმოება.

„ყაენს“ შეეძლება, ერთობლივად იმუშაოს ისეთ პლატფორმებთან, როგორებიცაა უპილოტო საფრენი აპარატები, საჰაერო შეტყობინებები და კონტროლი და სხვა ელემენტები. „ყაენს“, რომელსაც შეეძლება განახორციელოს საჰაერო ბრძოლა ახალი თაობის იარაღით და ზუსტი დარტყმები ზებგერითი სიჩქარით, ექნება საბრძოლო შესაძლებლობები ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით.