მეხუთე საარტილერიო ბრიგადამ საველე სწავლება ჩაატარა

11:14, 19.04.2023

მეხუთე საარტილერიო ბრიგადამ დასკვნითი საველე სწავლება დაასრულა.

ვაზიანის პოლიგონზე „გრადლარის“ ბატარეის პირველ საცეცხლე ოცეულს მეხუთე საარტილერიო ბრიგადის ჰაერსაწინააღმდეგო ასეული და 53-ე უზრუნველყოფის ბატალიონი უჭერდა მხარს. ქვედანაყოფის ამოცანას წინასწარ განსაზღვრულ ოპერაციის რაიონში პირობითი მოწინააღმდეგის განადგურება წარმოადგენდა.

საველე სწავლება ქვედანაყოფების ერთობლივი, კოორდინირებული და სინქრონიზებული მოქმედებების უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. მეხუთე საარტილერიო ბრიგადის დამკვირვებლებმა სწავლების პროცესი დადებითად შეაფასეს.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი