მეხუთე მოწვევის თბილისის საკრებულომ მუშაობა დაასრულა
მეხუთე მოწვევის თბილისის საკრებულომ მუშაობა დაასრულა

მეხუთე მოწვევის თბილისის საკრებულომ მუშაობა დაასრულა. სხდომის ბოლოს დეპუტატებმა ერთობლივი ფოტოებიც გადაიღეს.

საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა კოლეგებს მადლობა გადაუხადა და მეექვსე მოწვევის საკრებულოს უფრო კონსტრუქციულ გარემოში მუშაობა უსურვა.

მაქვს პატივი, გიცნობდეთ, – ასე მიმართა საკრებულოს უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ კოლეგებს.

გიორგი ალიბეგაშვილი მეექვსე მოწვევის საკრებულოს წევრად იყო არჩეული, თუმცა ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშვნის გამო, საკრებულოს დეპუტატობაზე უარი განაცხადა.