მეხუთე დღეა, ახალ ზელანდიაში „კოვიდ 19“-ის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა

07:54, 27.05.2020

უკვე მეხუთე დღეა, ახალ ზელანდიაში „კოვიდ 19“-ის არც ერთი ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

ქვეყნის საავადმყოფოებში „კოვიდ 19“-ით ინფიცირებული არც ერთი პაციენტი აღარ მკურნალობს.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ახალ ზელანდიაში „კოვიდ 19“-ით 1 504 ადამიანი დაინფიცირდა, დაღუპულია 21 ინფიცირებული.

მსგავსი