მეხის ჩამოვარდნამ გლოლის ტყეში ხანძარი გამოიწვია [ფოტო]
მეხის ჩამოვარდნამ გლოლის ტყეში ხანძარი გამოიწვია [ფოტო]

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ონში, სოფელ გლოლაში, ტყეში მეხის ჩამოვარდნის შედეგად, ცეცხლი რამდენიმე ხეს გაუჩნდა.

დამწვარია 50 კვ.მ. ტერიტორია. წყების ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

დატოვე კომენტარი