მეხანძრეებმა ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ჩააქრეს
მეხანძრეებმა ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ჩააქრეს

მეხანძრეებმა ელიავას ბაზრობაზე, სამშენებლო მასალების საწყობში ხანძარი ჩააქრეს.

როგორც სახანძრო-სამაშველო ძალების თბილისის სამმართველოს ხელმძღვანელმა, ოთარ კერესელიძემ განაცხადა, არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება, თუმცა ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

„ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია. დაიწვა 1000 კვადრატამდე ტერიტორია. ოპერატიულად იყო მობილიზებული სახანძრო სისტემა. ასევე იყო გავრცელების საშიშროება, თუმცა დროულმა ლოკალიზებამ აგვარიდა ეს საშიშროება. ახლა მიმდინარეობს ცალკეული კერების დამუშავება. ასევე საფრთხე იყო, რომ მაღალი ძაბვის ანძა დაზიანებულიყო, თუმცა აღარც ეს საფრთხე არ არსებობს. მონიტორინგის მიზნით, რამდენიმე ავტოსისტემა დარჩება ადგილზე. ხანძრის გამოწვევი მიზეზი ჯერ უცნობია, თუმცა ყველა შესაბამისი სამსახურია ადგილზე და დადგენა მოხდება. დაიწვა შერეული სამშენებლო მასალები, როგორც საღებავები, ასევე გუდრონი. ზარალის შესახებ ინფორმაცია ჯერ უცნობია“, – აღნიშნა ოთარ კერესელიძემ.