მეხანძრეები და მოხალისეები, რომლებიც რამდენიმე კვირაა, ავსტრალიაში ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ, კომპენსაციას მიიღებენ
მეხანძრეები და მოხალისეები, რომლებიც რამდენიმე კვირაა, ავსტრალიაში ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ, კომპენსაციას მიიღებენ

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის, სკოტ მორისონის გადაწყვეტილებით, მეხანძრეები და მოხალისეები, რომლებიც უკვე რამდენიმე კვირაა, ცდილობენ ავსტრალიაში ხანძრის ჩაქრობას, კომპენსაციას მიიღებენ.

„ბევრი ადამიანი მოვიდა დასახმარებლად არასამუშაო საათებში. ბევრმა საკუთარი შვებულება აქ გაატარა. პენსიონერებიც კი მოვიდნენ. ამ ადამიანების წვლილი ძალიან დიდია“,-განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, თავად პრემიერი შვებულებას ჰავაიზე ატარებდა ოჯახთან ერთად, რასაც სკანდალი მოჰყვა. ამის შემდეგ სკოტ მორისონი იძულებული გახდა, ავსტრალიაში დაბრუნებულიყო.

ავსტრალიაში ხანძარს უკვე რამდენიმე თვეა ებრძვიან. საერთო ჯამში განადგურებულია თითქმის ხუთი მილიონი ჰექტარი ტყის ნაწილი. ხანძრებს ცხრა ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.