მეხანძრე-მაშველი კობა კეთილაძე სამსახურიდან განსაკუთრებულად გააცილეს
მეხანძრე-მაშველი კობა კეთილაძე სამსახურიდან განსაკუთრებულად გააცილეს

ხონის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველ კობა კეთილაძეს სამსახურიდან განსაკუთრებული გაცილება მოუწყვეს.

​„ხონის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველს, კობა კეთილაძეს, რომელსაც 55 წელი შეუსრულდა, დღეს სამსახურში ბოლო სამუშაო დღე აქვს. იგი რვა წლის განმავლობაში ერთგულად და განსაკუთრებული პროფესიონალიზმით მსახურობდა სახანძრო-სამაშველო სამსახურში.

ღვაწლმოსილ მეხანძრე-მაშველს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხონის სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში ესტუმრა, სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ სახანძრო-სამაშველო ძალების სამმართველოს უფროსის მოადგილე ლაშა თვაური და იმერეთის მთავარი სამმართველოს უფროსი ვლადიმერ ჯღამაძე“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

უწყების ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ახალი ინიციატივა დაინერგა, რომელიც დამსახურებული მეხანძრე-მაშველების სათანადოდ დაფასებას და სამსახურიდან მათ ღირსეულად გაცილებას ემსახურება. აღნიშნული სიახლე სამომავლოდ ტრადიციად დამკვიდრდება.

დატოვე კომენტარი