მეხანძრე-მაშველებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცეცხლგამძლე ფორმები და სპეციალური აღჭურვილობა გადაეცათ

11:21, 29.12.2022

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის მეხანძრე-მაშველებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცეცხლგამძლე ფორმები და სპეციალური აღჭურვილობა გადაეცათ, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თეიმურაზ მღებრიშვილმა განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე შეამოწმა ახალი, საერთაშორისო EN-სტანდარტის ფორმა-აღჭურვილობა.

მათივე ცნობით, ღონისძიებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე როინ ვარშანიძე და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი დაესწრნენ. ხანძრებზე რეაგირებისთვის გათვლილი 1000 ერთეული ფორმა სახანძრო-სამაშველო დანაყოფებს გადაეცემათ.

მსგავსი