მეხანძრე-მაშველებს ახალი სპეცფეხსაცმელი გადაეცათ
მეხანძრე-მაშველებს ახალი სპეცფეხსაცმელი გადაეცათ

მეხანძრე-მაშველებს ახალი სპეცფეხსაცმელი გადაეცათ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, 4 000 წყვილი სპეციალური სპეცფეხსაცმელი იტალიურ კომპანია „გრისპორტისგან (GRISPORT) შეიძინა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ახალი სპეცფეხსაცმელი, რომელიც ტექნიკური მახასიათებლებით სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, საქართველოს მასშტაბით, 3 200 მეხანძრე-მაშველს დაურიგდა.

სპეცფეხსაცმელი 2-წლიანი საექსპლუატაციო ვადით გამოირჩევა.

მეხანძრე-მაშველებისთვის სპეცფეხსაცმლის შეძენისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 677 600 ლარი დაიხარჯა.

უახლოეს მომავალში, მეხანძრე-მაშველები ახალ სპეცტანსაცმელსაც მიიღებენ.