მეხანძრე-მაშველებმა ზესტაფონში ძაღლი გადაარჩინეს [ვიდეო]

მეხანძრე-მაშველებმა ზესტაფონში ძაღლი გადაარჩინეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძაღლი მდინარე ყვირილაზე არსებულ ხიდთან ახლოს, ჯებირზე იყო და წყლის ადიდების გამო ნაპირზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა.

„მაშველებმა ოთხფეხა მეგობარი ნავის საშუალებით უსაფრთხო ადგილას უვნებლად გამოიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.