მეხანძრე-მაშველებმა ქუთაისში, მდინარე რიონის ნაპირზე ჩარჩენილი ძაღლი გადაარჩინეს
მეხანძრე-მაშველებმა ქუთაისში, მდინარე რიონის ნაპირზე ჩარჩენილი ძაღლი გადაარჩინეს

მეხანძრე-მაშველებმა ქუთაისში, მდინარე რიონის ნაპირზე, ჩარჩენილი ძაღლი გადაარჩინეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ძაღლი ნანგრევებიდან უსაფრთხოდ ამოიყვანეს

„შეტყობინების შემოსვლისთანავე ადგილზე გამოცხადდა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, რომლებმაც 3 მეტრიანი ბეტონის ჯებირის მიღმა, ნაპირზე ჩარჩენილი ძაღლი, შესაბამისი სპეცაღჭურვილობის საშუალებით უსაფრთხო ადგილზე უვნებლად ამოიყვანეს“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს გავრცელებულ ინფორმაციაში.