მეხანძრე-მაშველებმა კორპუსის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრეს
მეხანძრე-მაშველებმა კორპუსის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრეს

ბათუმში, ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში, სადაც კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ.

მეხანძრე-მაშველებმა საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრეს.

ტრაგედიისას დაღუპულ ოთხ მოქალაქეს დღეს დაკრძალავენ.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა და დაშავდა ერთი ადამიანი.

შსს-მ კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა. პროკურატურამ მათ ბრალდება წარუდგინა სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანების გარდაცვალება და მძიმე შედეგი გამოიწვია. დაკავებულებს სასამართლომ აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა.

დატოვე კომენტარი