მეხანძრე-მაშველებმა ხანძრისას ნაპოვნი ოქროს სამკაულები მფლობელს დაუბრუნეს
მეხანძრე-მაშველებმა ხანძრისას ნაპოვნი ოქროს სამკაულები მფლობელს დაუბრუნეს

ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში ხანძარი ლიკვიდირებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-დან ხანძრის შესახებ შეტყობინება დღეს დილით შევიდა.

„ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა მეხანძრე-მაშველთა 11 ჯგუფი. მათი ოპერატიული მოქმედების შედეგად, გადარჩენილია საცხოვრებელი სახლის უმეტესი ნაწილი. ჯამში, დამწვარია 450 კვადრატულ მეტრამდე ფართობი – შენობის მეორე სართული და სასხვენო გადახურვა.

ხანძრის ქრობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს მეხანძრე-მაშველებმა სახლიდან ოქროს სამკაულების გამოტანა შეძლეს და მფლობელს სრულად დაუბრუნეს“, – აცხადებენ შსს-ში.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.