მეხანძრე-მაშველებმა დღეს ტყის და მინდვრის ხანძრის ხუთი კერა ჩააქრეს
მეხანძრე-მაშველებმა დღეს ტყის და მინდვრის ხანძრის ხუთი კერა ჩააქრეს

მეხანძრე-მაშველებმა დღის განმავლობაში ტყის და მინდვრის ხანძრის ხუთი კერა ჩააქრეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრები ლიკვიდირებულია საჩხერეში, სოფელი ვაკისაში; შიდა ქართლში, რკონის ხეობაში; მარტვილში, სოფელ ბალდაში და წალენჯიხაში, სოფელ სქურში. ერთი კერაა დარჩენილი სოფელ დობერაზენში, სადაც ხანძარი ლოკალიზებულია.

„დღის განმავლობაში ახალი კერა გაჩნდა, გურიაში, სოფელ მამათში. იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები. ყველა ლიკვიდირებულ კერაზე უსაფრთხოებისა და მონიტორინგის მიზნით, დარჩებიან მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს თავი შეიკავონ მინდვრებსა და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან.