პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელმა ამერიკელმა მოკრივემ, ფლოიდ მეივეზერმა საჩვენებელ ორთაბრძოლაში, იაპონელი კიკბოქსიორი, ტენსინ ნასუკავა დაამარცხა.
ამერიკელმა, პირველივე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა. ბრძოლა კრივის წესებით იმართებოდა. ჯამში უნდა ჩატარებულიყო სამი სამწუთიანი რაუნდი.
ამ ბრძოლის შედეგი მეივეზერს ოფიციალურ სტატისტიკაში არ ჩაეთვლება.
ფლოიდ მეივეზერმა პროფესიულ რინგზე 50 ორთაბრძოლა გამართა და ყველა მოიგო, მათ შორის, 27 ნოკაუტით. ის საჩემპიონო ქამარს, ხუთ წონით კატეგორიაში ფლობდა.