მეივეზერმა კრიტიკოსებს ფოტოთი უპასუხა, რომელზეც ორ მილიონთან ერთადაა გადაღებული
პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელმა ამერიკელმა ფლოიდ მეივეზერმა უპასუხა სოციალურ ქსელებში თავის კრიტიკოსებს. მეივეზერს ხარბი და ამაყი უწოდეს და მან პასუხად გამოფინა საკუთარი ფოტო, რომელზეც ორ მილიონ დოლართან ერთად არის გამოსახული. ფოტოს მინაწერიც ახლავს.
„უკვე 23 წელია მესმის, რომ ყველაფერი რასაც ვაკეთებ, არის საკუთარი თავის ქება მანქანებით, ძვირფასეულობით, სახლებით, ქალებით, ტანსაცმლითა და ფულით. და აი, რას გეტყვით პასუხად: მოხარული ვარ, რომ ორი ათწლეული დახარჯეთ ჩემს მიმართ ზიზღის გამო იმის ნაცვლად, რომ საკუთარი კეთილდღეობა გეშენებინათ“, – დაწერა ფლოიდმა.
42 წლის მეივეზერს პროფესიულ რინგზე 50 ბრძოლა აქვს ჩატარებული და ყველა მოიგო.