ხუთ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, ამერიკელმა ფლოიდ მეივეზერმა განაცხადა, რომ მხოლოდ შერეულ ორთაბრძოლებში (MMA) გააგრძელებს კარიერას.
“კრივიდან წასვლა შესანიშნავი მომენტი იყო. მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ მივდივარ, შემდეგ კი უკან ვბრუნდები. დავბრუნდები თუ არა ისევ? დიახ, მაგრამ თუ ეს ასე მოხდება, მხოლოდ ოქტაგონზე.
მე უკვე ველაპარაკე ჩემს გუნდს. თუ შევძლებთ მოლაპარაკებას დანა უაიტთან და UFC-სთან, შეიძლება მოხერხდეს დიდი ბრძოლის ორგანიზება კონორ მაკგრეგორთან. მაგრამ ჯერ არ ვიცით. შეიძლება გაფორმდეს კონტრაქტი რამდენიმე ბრძოლაზე.
მე შემიძლია გავაკეთო ყველაფერი როგორც მინდა, როცა მინდა და როდესაც მინდა”, – განუცხადა მეივეზერმა BoxingScene-ს.