მეივეზერი ჩინეთში მორიგი ბრძოლის ჩატარებას აპირებს
მეივეზერი ჩინეთში მორიგი ბრძოლის ჩატარებას აპირებს

ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე ფლოიდ მეივეზერი უახლოეს პერიოდში, შესაძლოა, კრივში დაბრუნდეს, ოღონდ მხოლოდ საჩვენებელი ბრძოლისთვის. ამის შესახებ დაწერა გაზეთმა „საუზ ჩაინა მორნინგ პოსტმა“ (South China Morning Post).

წყაროს ცნობით, 18 სექტემბერს უნდა გაიმართოს პრესკონფერენცია, რომელზეც გაკეთდება ანონსი მეივეზერის ბრძოლაზე ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში. შეხვედრა დაგეგმილია 2020 წლის დასაწყისისთვის.

აღნიშნავენ, რომ მხარეები ახლოს არიან შეთანხმებასთან და ფლოიდი უნდა ჩაფრინდეს ჩინეთში ბრძოლაზე კონტრაქტის გასაფორმებლად.