მეგი გოცირიძე - ნახირი რომ მოჰყავდათ დილის ხუთ საათზე, მთელი საქართველო რომ გადმოწერეს, ეს რა იყო
„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი მეგი გოცირიძე აცხადებს, რომ არჩევნების შედეგები ქუჩაში აქციებით უნდა გააპროტესტონ.
„ნახირი რომ მოჰყავდათ დილის ხუთ საათზე, მთელი საქართველო რომ გადმოწერეს, ეს რა იყო. წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ასე. ხალხო, მოგიწოდებთ, ქვეყანა წაიღეს ამათ, გამოვიდეთ ქუჩაში და დავამთავროთ ეს უბედურება. ან ყველა უნდა წავიდეთ ან ივანიშვილი უნდა წავიდეს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს.
გადაწყვეტილებას ლიდერები მიიღებენ, მე არ ვარ ლიდერი, ვარ სამოქალაქო აქტივისტი, მხარდამჭერი ამ მოძრაობის და ვაფიქსირებ ჩემ აზრს. უნდა დაიწყოს დღეს და უნდა დამთავრდეს ბოლოს და ბოლოს ის უბედურება, რაც არის ახლა. ვერ გავიგე, 2020 წლამდე უნდა წამოვწვეთ და დაველოდოთ, პოსტები ვწეროთ „ფეისბუქში“ ზოგმა აღფრთოვანებული და ზოგმა აღშფოთებული, თუ რა უნდა გავაკეთოთ?
რა ტქმა უნდა, აუცილებლად აქციები უნდა დაიწყოს. ან ივანიშვილი იქნება ამ ქვეყანაში ან ჩვენ ვიქნებით ის მილიონი ადამიანი, ვინც მის წინააღმდეგ მივეცით ხმა და თავზე გვახევენ ყველა არჩევნებს თამარ ჟვანია და თეა წულუკიანი. რა სიებია, რა ხალხი მიაწერეს და მოაწერეს და დამთავრდა, მოიგო თურმე შენგელიამ. როგორ გეკადრებათ. ამის გატარებას არ ვაპირებ“, – განაცხადა მეგი გოცირიძემ.