მეგაპროექტ „მასტერშეფის“ მეორე სეზონი დღეს იწყება
მეგაპროექტ „მასტერშეფის“ მეორე სეზონი დღეს იწყება

საქართველოს პირველი არხი მეგაპროექტ „მასტერშეფის“ მეორე სეზონს დღეიდან იწყებს. 22:00 საათზე ყველაზე რეიტინგული საერთაშორისო კულინარიული მეგაშოუს პირველ ეპიზოდს ნახავთ.

მასტერშეფის“ მეორე სეზონი ორი თვე გაგრძელდება. მეგაპროექტის უცვლელი ჟიური ფინალურ ათეულს შეარჩევს. გამარჯვებული ცნობილი საქართველოს პირველი არხის საახალწლო ეთერში გამოვლინდება. მას საჩუქრად ბინა გადაეცემა.

ამასთან, პირველად საქართველოში, ექსკლუზიურად ონლაინ სივრცეში, „მასტერშეფის“ YouTube-არხზე სატელევიზიო ეთერამდე ერთი დღით ადრე, კულინარიული შოუს პირველი ეპიზოდის პრემიერა გუშინ შედგა.

შეგახსენებთ, მეგაშოუს პირველი სეზონის გამარჯვებული ია ძაგანია გახდა.